
მარკეტერის „საინტერესო პოდკასტის“ სტუმარია რეზი ყენია — ფრილანს ფოტოგრაფი და მოგზაური. რეზი გვიზიარებს თავის მრავალწლიან გამოცდილებას ფოტოგრაფიაში და გვიყვება, როგორი იყო მისი პირველი ნაბიჯები ამ სფეროში.
რომელია ის ტექნიკური უნარები და მენტალური მიდგომები, რომლებიც ფოტოგრაფის პროფესიულ სტილს განსაზღვრავს? რა როლს თამაშობს სოციალური მედია და ხელოვნური ინტელექტი ფოტოგრაფიის სფეროში? ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე რეზი თავის მოსაზრებებს გვიზიარებს და, ამასთან, დამწყებ ფოტოგრაფებს სთავაზობს რჩევებს, რომლებიც მათ ამ პროფესიაში ღირსეული ადგილის დამკვიდრებაში დაეხმარება.