
როგორ ხედავთ PLUS-ის განვითარებას მომავალში და რა როლი ექნება ახალ ტექნოლოგიებს ამ პროცესში? როგორია Plus პლატფორმის გავლენას ბიზნეს სექტორზე, და როგორ შეცვალა ან შეიცვლება ბიზნეს მოდელები? რა შეცვალა 7 წლის განმავლობაში და როგორ ადაპტირდა Plus პროგრამა მომხმარებლის მოლოდინებთან?
ლოიალურობის ყველაზე მასშტაბური პროგრამის Plus-ის 7 წლის იუბილე, როგორც წლის ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული მოვლენა. ამ თემაზე სასაუბროდ მარკეტერის პოდკასტს ლევან ჯიქია (საქართველოს ბანკის მთავარი კომერციული ოფიცერი - გადახდების მართვის დეპარტამენტი) და ქეთევან ბიჭიაშვილი (საქართველოს ბანკის ლოიალურობის პროგრამის მართვის დეპარტამენტის დირექტორი) ესტუმრნენ.
მარკეტერის პოდკასტს წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი ბიზნესი.