
„საინტერესო პოდკასტის“ ამ ეპიზოდში სტუმრად გვეწვია სუხიშვილების სოლისტი თამარ დვალი. თამარი გვიყვება, როგორ დაიწყო მისი პროფესიული გზა, რა არის მოცეკვავის ცხოვრების ყველაზე რთული მხარე და რას ნიშნავს, იყო სუხიშვილების ნაწილი. დღევანდელ ეპიზოდში ასევე ვსაუბრობთ „თაკარას“ ექსპერიმენტულ სცენაზე, ტრადიციის თანამედროვე ფორმებთან შერწყმაზე და ქართულ ცეკვაში ახალი სუნთქვის პოვნაზე.