
მონუმენტური შენობები სტანდარტული და მარტივი გადაწყვეტებით არ იქმნება.
„ის, რაც დროს გაუძლებს“ - ასე ეწოდება კამპანიას, რომლზე სასაუბროდ მარკეტერის პოდკასტს „ალიანს ჯგუფის“ კომერციული დირექტორი, თემო ბიწაძე, Holy Motors-ის დამფუძნებელი, გიორგი ავალიანი და Highway VFX-ის დირექტორი ლევან ლაფაჩი ესტუმრნენ.
როგორ ახორციელებს ალიანს ჰაილაინი ისტორიული არქიტექტურული პრინციპების გამოყენებას დიზაინში? როგორ გადალახა გუნდმა ის სირთულეები და გამოწვევები, რომლებიც დაკავშირებული იყო ამ არაორდინალური დიზაინის მშენებლობასთან? რას ნიშნავს „ის, რაც დროს გაუძლებს“ და როგორ გამოიხატა ეს შემოქმედებითი პროცესის დროს?
მარკეტერის პოდკასტს წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი ბიზნესი.