
იუთუბი ბოლო წლების განმავლობაში უამრავი ნიჭიერი ადამიანის თავშესაფრად იქცა, კონტენტის მრავალფეროვნებამ კი საზოგადოების ყურადღებაც ტელევიზიიდან კომპიუტერის ეკრანებისკენ მიიზიდა. „საინტერესო პოდკასტის“ ამ ეპიზოდში ჩვენი სტუმარია ანა კოშაძე, პოპულარული იუთუბ არხის, "რეჰანი"-ს თანაავტორი, რომელიც ქართული კულინარიისა და გასტრონომიის შესახებ ყველაზე საინტერესო კონტენტს ქმნის.
ანა გვიყვება თავისი გზის შესახებ - როგორ დაიწყო "რეჰანი" არხი, რა იყო მისი ძირითადი მოტივაცია ქართული კერძების პოპულარიზაციისთვის და რატომ გადაწყვიტა კულინარიულ მედიასივრცეში შესვლა. ვსაუბრობთ ქართული კერძების ავთენტურობაზე და მათ თანამედროვე ინტერპრეტაციაზე. განსაკუთრებით საინტერესოა მისი ნაამბობი რეგიონებში გასვლების შესახებ, განსაკუთრებით კი მისი გამოცდილება ადგილობრივ ფერმერებთან, ბებიებთან და ტრადიციული რეცეპტების ავტორებთან შეხვედრისას.
საინტერესო პოდკასტის წარდმგენია საქართველოს ბანკი